პასუხები განსჯის გარეშე
კითხვები და პასუხები
პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
ყიდვას საიტზე რეგისტრაციის გარეშე შევძლებ?
დიახ, პროდუქტის შეძენისთვის საიტზე რეგისტრაცია აუცილებელი არ არის.
სად შევძლებ პროდუქტის ადგილზე ნახვას?
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ნებას ფიზიკური შოპი არ აქვს. პროდუქტის შეძენა ხდება მხოლოდ ონლაინ, ჩვენი საიტის (http://neba.com.ge)-ს ან, Instagram-სა თუ Facebook-ის საშუალებით.
პროდუქტები უსაფრთხოა?
დიახ. ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია სამედიცინო სილიკონისგან – BPA-free, ჰიპოალერგიული და სხეულისთვის უსაფრთხო მასალებისგან. ჩვენ ვყიდით მხოლოდ სერტიფიცირებულ, მაღალი ხარისხის პროდუქტებს. პროდუქტი სერტიფიცირებულია: CE, RoHS, MSDS (Chemical Properties), Stacking Test (Stacking Test Confirmation), UN38.3 (Lithium Battery Safety), EC 1907/2006 (REACH compliant), and Drop Test (Drop Test Confirmation).
როგორ მოვუარო ვიბრატორს?
თითოეულ პროდუქტს მოყვება მოვლის ინსტრუქცია. მნიშვნელოვანია: გამოყენებამდე და შემდეგ გარეცხო საპნით და ნელთბილი წყლით. არ შეინახო პოლიეთილენის პარკში.
რამდენ ხანში მივა ჩემი შეკვეთა?
თბილისის მასშტაბით 1-2 სამუშო დღე, ხოლო მის საზღვრებს აგრეთ 3-5 სამუშო დღე.
რა ღირს მიწოდება?
თბილისში სტანდარტული მიწოდება (1-2 სამუშაო დღე) უფასოა, შეგიძლია ექსპრეს მიტანის სერვისით ისარგებლო და შეკვეთის განთავსების დღეს მიიღო შენი ნება - ფასი 8 ლარი. 3-5 სამუშო დღე გვჭირდება, რომ ნებამ თბილისის გარეთ ჩამოგაკითხოს საფასური კი 14 ლარია.
შეფუთვა როგორია? სხვები გაიგებენ, რა შევიძინე?
არა. თბილისში არსებული ყველა შეკვეთა თავად მოგვაქვს ყოველგვარი შუამავალი კომპანიის გარეშე, ქალაქგარეთ კი ვაგზავნით ფოსტის დახმარებით ნეიტრალურ, უსახელო შეფუთვაში. შეფუთვაზე არ არის ნება-ს სახელი, ლოგო, ან რაიმე მინიშნებელი ბროდუქტისა თუ ბრენდის შესახებ. შენი კონფიდენციალურობა ჩვენთვის პრიორიტეტია.
შემიძლია პროდუქტი დავაბრუნო?
ჰიგიენური მიზეზების გამო, გახსნილი პროდუქტები არ ბრუნდება. დაზიანებული პროდუქტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია პროდუქტის გადაცვლა ან ფულის დაბრუნება. აღნიშნული სიტუაციის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდე მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
ჩემი მონაცემები დაცულია?
სრულად. შენი მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ არასდროს გამოვიყენებთ შენს მონაცემებს პირადი ინტერესებისთვის და მითუმეტეს გავაზიარებთ მას.
შესაკვეთად 18 წლის უნდა ვიყო?
დიახ. ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულებისთვის — შეკვეთით ადასტურებ, რომ ხარ 18 წლის ან მეტის.